|
2022-08-04 13:11:19, 856 ნახვა
პოლიტიკა
მელია - აქედან არავინ გაექცევა პუტინს, ისევ ქართველებს მოგვიწევს, თუ დროულად არ გამოვფხიზლდით
აქედან არავინ გაექცევა პუტინს, ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების მზარდ ნაკადებს. მელია პარალელს 20-იან წლებთან ავლებს, როდესაც ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს, "ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ" აქედან რატომღაც აღარსად გაქცეულან". "ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსებზე ასეთ რამეს წერს: “…თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირენოდარიდან და სხვ. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენსკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით. სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო. როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელის ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, “პატარა პარიზიც” დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ.“ ამის დაწერიდან რამდენიმე თვეში ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს. ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ" აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს... ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს "გამოქცეული" რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს... ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით როგორც საჭიროა და საფრთხე არ გავისიგრძეგანეთ",- წერს ნიკა მელია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)