|
2022-08-04 10:30:47, 862 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმზე - ირაციონალურია უკრაინის ომის გამო შევცვალოთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია. კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია. "ერთ-ერთი ტელევზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, რაც არის ტყუილი. 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად სააქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს რომ შევცვალოთ უკრაინის ომის გამო, უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე," - განაცხადა კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ნებისმიერ განცხადებას "ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინაიდან მას ომისკენ მოწოდებები ჰქონდა".
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)