|
2022-08-03 12:29:42, 978 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ოცნებიდან” წასულებზე - ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით პარტიას პრობლემა არ აქვს
მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ოცნებიდან" წასული დეპუტატების გუშინდელ განცხადებას სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ. კალაძის თქმით, დეპუტატებისგან ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს მათ ეს ნაბიჯი. „ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს ჩვენს პოლიტიკას, ვინც იზიარებს მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს. გადაწყვეტილებას ამ დეპუტატებისგან მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი; ამას მოჰყვა ასევე ახსნა-განმარტება, გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" პარტია ასევე დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები. ცოტახნის წინ კი მათ „ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. გუშინ, 2 აგვისტოს დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა -„ხალხის ძალის" დაფუძნების შესახებ განცხადება გააკეთეს.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)