02:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 16:03:23, 641 ნახვა

პოლიტიკა
აზარაშვილი - სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, მიზანშეუწონელია

სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა "მიზანშეუწონელია". 

"მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებულები და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე, მნიშვნელოანია, ჩვენ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის და ზუსტად მათთვისაც ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად და ასევე ეს 45-ლარიანი დახმარებაა ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენ დევნილს  ვაძლევთ ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე, ყველა ის სპეკულაცია და რაღაცა პოლიტიკურ თემებში გადაყვანა ამ საკითხის, ვფიქრობ მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემაზე, თავი დაანებონ პროვოკაციებს. დღეიდან უკვე დიდი ნაწილი სასტუმროებიდან ლტოლვილების გამოვიდნენ. უდიდეს ნაწილს ჩაერიცხათ უკვე ეს დახმარება... სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ასევე ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადახვა რაიონებში ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები", - განაცხადა აზარაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics