|
2022-07-29 14:51:39, 807 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროპელი ლიდერები გაოცებულები არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ეკონომიკური ზრდა
მაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%-ით დაფიქსირდა. „გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად ჩვენი ეკონომიკა უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ 10, 8%-ის. წელს ასევე, პანდემია თითქის დასრულებულია, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არის გამოწვება უკვე, მაგრამ 21-ე საუკუნის გამოწვევა რაც არის - ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ისტორიულ მაქსიმუმზეა ასეული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში. ახლა რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება - ათასობით და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაძლიერებთ და მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)