|
2022-07-29 10:25:37, 771 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ძალიან კარგად იციან, რომ მოცემულობა არ მოასწავებს იმაზე, რომ ქვეყანამ კურსის გადახედვა მოახდინოს
ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ძალიან კარგად იციან, რა თქმა უნდა არიან სხვადასხვა ძალები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იხედებიან, მაგრამ არაფერი რეალური და სერიოზული მოცემულობა არ მოასწავებს იმაზე, რომ ამ ქვეყანამ კურსის გადახედვა მოახდინოს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. მისივე თქმით რაც არ უნდა პრორუსულები გვეძახონ და პიარული ნარატივები ალაგონ, ამ ქვეყანაში უკვე მყარად არის დალაგებული, განწყობებიდან დაწყებული, ინსტიტუტების მიმართ დავალება კონსტიტუციურით გაგრძელებული, რომ ქვეყანა ივლის გარანტირებულად დასავლეთისკენ და ჩვენი გზა, ჩვენი ოჯახი არის ევროპაში. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დაზიანების რისკები თითქმის არ არსებობს. „მე ვფიქრობ, რომ ასეთი რისკები თითქმის არ არსებობს იმიტომ, რომ სიმართლემ შეუძლებელია ეჭვის და რისკის ქვეშ დააყენოს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა. ერთი იმიტომ, რომ მართლა ამდენი წელია ეს ადამიანები, ეს ქვეყანა გვერდით გვიდგას, მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე და გაძლიერებაზე ყველა მიმართულებით და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)