|
2022-07-28 16:48:18, 1246 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან" - არის სიცრუე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან, ასევე, „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებს და მათში გამოთქმულ ბრალდებებს. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს საქართველო- რუსეთის საზღვარზე ხდება: „ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა" და ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან" - არის მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია. "შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ქვეყნის ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით, გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ - რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით და საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ კონტროლის პროცესების ნაწილობრივი შეფერხება აღინიშნება,"- ვკითხულობთ განცხადებაში. უწყება განმარტავს, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სგპ. „ყაზბეგი" გადასულია მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზე, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების/მსუბუქი ავტომობილების/მგზავრების საბაჟო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)