|
2022-07-28 14:59:48, 704 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - სიძულვილი და ჟურნალისტებზე თავდასხმა ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევაა
სიძულვილი და თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ- ეს არის ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევა,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, ირაკლი კობახიძის თავდასხმას „მთავარი არხის“ ჟრნალისტზე. მისი თქმით, ის რასაც ახლა ვხედავთ ეს პოსტსაბჭოური დაავადებაა, რაც გულისხმობს დემოკრატიის, არჩევნების და ყველაფრის იმიტაციას, რასაც დემოკრატიას ეძახიან. „ამაზე არაერთხელ ვისაუბრე - ეს არის ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევა, სიძულვილი, თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ახლა რასაც ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის ლიდერი ციხეშია. ეს მსგავსია იმისა, რაც რუსეთში მოხდა, სამწუხაროდ, არაფერი განსაკუთრებული აქ საქართველოსთვის არ არის. ეს პოსტსაბჭოური დაავადებაა - დემოკრატიის იმიტაცია, არჩევნების იმიტაცია, ყველაფრის იმიტაცია, რასაც დემოკრატიას ეძახიან. მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა და სწორედ ეს მოხდა, როცა ძალაუფლებაში პუტინი მოვიდა. თავდასხმები ოპოზიციაზე - პირველ რიგში, მათ ოპოზიცია გაანადგურეს - მანიპულაციები არჩევნების დროს, თავდასხმები მედიაზე და ეს ის გზაა, რომელსაც ქართული ოცნება მიჰყვება, იგივე პოსტსაბჭოური სიტუაცია“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)