|
2022-07-27 17:06:35, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ
ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ბიძინა ივანიშვილის წერილს. მისი თქმით, შიდა ინფორმაციაზე საჯარო განხილვებისგან თავს იკავებს და ამასთან მიაჩნია, რომ ივანიშვილის დღევანდელი წერილით ძალიან ბევრი რამ ითქვა. „მეც წავიკითხე ეს წერილი. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ბატონი სოზარი, ბატონი ხუნდაძე და ბატონი ყაველაშვილი სვამდნენ კითხვას, ელჩმა უპასუხა, რომ არ იყო ეს შეხვედრა. ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო და თურმე სამ საათსაც კი გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა. ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ძალიან ვუფრთხილდებით. ის, რაც არის კულუარული და შიდა ინფორმაცია, არ გამოგვაქვს გარეთ და არც მინდა, რომ ამ სიღრმეში შევიდე ახლა, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ. მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა და დანარჩენი უკვე, ჩვენი ამომრჩეველი იქნება, თუ მცხოვრებელი, თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ. ვისურვებდი, რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ორივე მხრიდან უფრო მეტი სიცხადე იყოს შეტანილი. მე პირადად, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი მხრიდან იყოს ეს გაჟღერებული. თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა და როგორ, მაგრამ ფაქტია, ეს შეხვედრა შედგა და ამასთან დაკავშირებით დაველოდებით საელჩოს განცხადებას“,-განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)