04:39 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 15:00:49, 874 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - დეგნანი მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და რევოლუცია სურთ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან და მის „მოთხოვნებთან“ დაკავშირებით „ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია.“

ყაველაშვილის მტკიცებით, ამერიკის ელჩი მხარს უჭერს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საქართველოში „რევოლუციური სცენარის განვითარება და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“ სურთ.

"როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის  შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმრთლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, საქართველოს ჩართვა   საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რაღაცა სხვა რამეზე კიარ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანები, რომელთაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, გამონათქვამები, კიდევ რა ვთქვა ახლა, არ ვიცი, მერე შემდეგ, რომ… ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავთ იცი? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics