04:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 11:54:19, 786 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, ის გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი "ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს", რადგან "ის გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით". 

სარჯველაძის თქმით,  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს სტაბილურად კარგი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.

"წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ის გამსჭვალულია ერთი მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთ მნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. მნიშვნელოვანია ითქვას,რომ რაც შეეხება იმ ფრაგმენტს, რომელიც ეხება იგივე სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს რა თქმა უნდა განსაკუთრებულად შეფასებას, განსაკუთრებულად აღნიშვნას, რომ მოწოდება საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics