|
2022-07-27 11:33:03, 979 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ამ წერილის გამოქვეყნებით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული მმართველობაა
ოლიგარქიული მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ეს დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით,- ამიშ შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მმართველი გუნდის პოლიტიკას წარმართავს. „ეს წერილი ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ არის დადასტურება სწორედ იმის, რომ ჩრდილოვანი, ოლიგარქიული მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ეს დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის აქტიურად ერევა და არა მხოლოდ ერევა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წერილით მიმართა. სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)