|
2022-07-26 14:23:55, 1818 ნახვა
პოლიტიკა
მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ანგარიში
პირველი წელი დაძაბული აღმოჩნდა პოსტსაარჩევნო პოლიტიკურის კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა საქმიანობაზე, - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშსს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი. ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. ასევე, პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. "საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა; სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია. საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი; პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი. ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა არ მომხდარა ან არგუმენტაციის გარეშე შეჩერდა, მაგალითად: საკანონმდებლო პაკეტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები; პრობლემას წარმოადგენდა მიღებული კანონების დროულად ამოქმედება, მაგალითად, უნდა აღინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, რომლის ცალკეული ნორმების ამოქმედება 5-ჯერ გადავადდა. კანონის ამოქმედების გადავადება 22 კანონის პროექტზე განხორციელდა; პასუხი არ გაეცა 256 სადეპუტატო კითხვას, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო;
ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს და მოსმენა არცერთ შემთხვევაში არ შედგა",- წერია ანგარიშში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)