05:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 13:21:09, 844 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მისი შემოგარენის რუსეთისათვის გადაცემის გადაწყვეტილებას და ამ ფაქტს  „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის  ანექსიის ფორმას“ უწოდებს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა. ჩვენ ვხედავთ ხალხის ძლიერ რეაქციას მოვლენებზე. ეს არის უწყვეტი ოკუპაციის შედეგი კატეგორიულად ვგმობ ამას და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ"- წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის ცნობილი “სახელმწიფო“ აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰა მიწის ნაკვეთი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას "აფხაზური ამბები" ავრცელებენ. 

აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია და ისინი ასლან ბჟანიასგან ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ. ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ შეაგროვა ხელმოწერები და მოწვეულ იქნა საბჭო. პროტესტი დილიდან საღამომდე გრძელდებოდა და აქციის მონაწილეები დაიშალნენ იმ შეთანხმებით, რომ შეიკრიბებიან მრგვალი მაგიდის ფორმატით. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზური მედია ცდილობს დღევანდელი პროტესტის სხვა მოვლენებით გადაფარვას. პარალელურ რეჟიმში რუსული პროპაგანდა ცდილობს რუსეთისგან მიღებულ ბენეფიტებს გაუსვას ხაზი. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში მედია სივრცეში ტრიალებს ინფორმაცია რუსეთის მიერ დაფინანსებული საპენსიო ფონდის შესახებ. აფხაზურ მოსახლეობას არ სურს ტერიტორიების დათმობა მატერიალური ბენეფიტების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics