05:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 11:25:33, 900 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!

ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის -ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ,- ამის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადაილახა, როდესაც საქმე მშობლების შეურაცხყოფამდე მივიდა.

„როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის- ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!”,- წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics