05:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 11:02:02, 643 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - კითხვა რომლის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს

რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მათიკაშვილის თქმით, არახამია, როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს პატრონების დავალებას და საქართველოს მტრობაში ეცილება ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს.

„ბატონი გია კობახიძე როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმევებაში და გამყარებაში, ბატონი არახამია, კი როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად  აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების  ამორალური მაგრამ ძალზედ უბადრუკი მცდელობა.

რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს.

ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს“,- წერს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics