05:32 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 10:40:05, 787 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვინც ჟურნალისტის ნაკადრი შეურაცხყოფის იგნორირებას ცდილობდა, მოროზოვები არიან, მათ ზურაბიშვილიც გამოერია

ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან, - ასე მოიხსენია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ის ადამიანები, რომლებიც "მთავარი არხის" ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო.

მისი თქმით, "მოროზოვებს" შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

"ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ",- წერს კობახიძე. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე განცორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და “პოლიტიკური სისუსტე” უწოდა. როგორც ზურაბიშვილი “ფეისბუკზე” წერს, “ქართული ოცნების” დეპუტატის მხრიდან ამგვარი ქმედება უკიდურესი საქციელია, რაც ქვეყანას არ ეკადრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics