12:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 21:05:05, 1040 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გერონტი ალანიას ექსტრადირებაზე - გასაგებია „ნაცმოძრაობის “ შიში, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს

აბსოლუტურად გასაგებია ნაცმოძრაობის  შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს, იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წერილის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს სთხოვენ, უარი თქვას სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ნაცმოძრაობა იგივეს აკეთებდა მეგიზ ქარდავას და სხვა კრიმინალების შემთხვევაში მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცეებმა რაღაცეები არ ილაპარაკონ.

„ისინი იგივეს აკეთებდნენ მეგიზ ქარდავას შემთხვევაში, სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცეებმა რაღაცეები არ ილაპარაკონ. მათ ერთად აქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია მათი შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics