|
2022-07-25 13:37:25, 903 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა, რომ ოლიგარქიული მმართველობა ევროკავშირის სტატუსის მიღებას აფერხებს
„ქართული ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხდა. ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. „როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა-საქართველო, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის მერეც, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა გაკვეთილები - ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის და მათ არ ესმით რა არის დღეს, ამ ეტაპზე მუშაობა ოპოზიციასთან, რათა გააერთიანონ ძალისხმევა. ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს არის წარმოუდგენელი, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული. მესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულია ხელი გაუწოდონ ან მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ყველა ნაბიჯი. საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა წერილი, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)