|
2022-07-25 10:46:38, 1120 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა. უწყების ცნობით, პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება და არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა ახალი კანონპროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებითა და გარეული ცხოველებით სარგებლობის საკითხებს არეგულირებს. კანონი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გაიდლაინებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას, ასევე, განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის საკითხებს. მათივე ცნობით, კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)