06:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-23 13:15:30, 739 ნახვა

პოლიტიკა
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმის მიმართულებით  მოძრავ ორსართულიან  სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამ განაცხადა.

მათივე თქმით, ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ  მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი  ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.  

"აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები  იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის   ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.  

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ორსართულიანი მატარებელებით  მგზავრობის ღირებულებაა:
1. მეორე კლასი - 34 ლარი;  
2. პირველი კლასი - 74, 00 ლარი;
3. ბიზნეს კლასი - 124 ლარი;

მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. 
აქვე  გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის,  თბილისი– ზუგდიდის, თბილისი–ოზურგეთის და  თბილისი–ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო  მატარებლებით  მგზავრობის  ღირებულება". - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება  ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის   ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელთქთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის     ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე  ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს   უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics