06:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-23 13:11:10, 619 ნახვა

პოლიტიკა
ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დღეს სრულდება

თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ სრულდება, რომლის ფარგლებშიც, ზაფხულის განმავლობაში,  დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები განხორციელდა.
 
ბოლო საფესტივალო დღე დაგეგმილია  23 ივლისს, დიდ დიღომში, ახლად რეაბილიტირებულ პარკში,  სადაც 18:00 საათიდან პატარებისთვის წარმოდგენილი იქნება მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, მოზარდ მაყურებელთა და თითების თეატრების წარმოდგენები. სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება მინი გოლფით, მაგიდის ჩოგბურთით და ვირტუალური (VR) სივრცით. 20:30 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ჯგუფი killages კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი დაასრულებს.  
 
ფესტივალის - „თბილისის ცის ქვეშ“ მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია,  მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
 
პროექტის ფარგლებში, თბილისის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა. ფესტივალი ტრადიციული ხასიათისაა და თბილისის მერიის ორგანიზებით, ზაფხულის განმავლობაში ყოველწლიურად ხორციელდება.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics