|
2022-07-22 12:44:32, 529 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი გოგაშვილზე - თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს
„გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ხელს. თუ იცოდა ეს, რატომ არ თქვა. სწორედ, ეს არის მანიპულაცია რასაც გოგაშვილი მიმართავს, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დროული კითხვები - ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ განაცხადა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ ბევრჯერ აქვთ მსგავსი მასალები რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული. „დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან. რა მტკიცებულებები არის გოგაშვილის ხელით ნაწერი რაღაცეები, აი ეგ არის მთავარი. სამჯერ აქვთ ანალოგიური მიგნებები კონკრეტული რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული და დღეს, ასე ვთქვათ, „ოპერაცია სოსო გოგაშვილი“ უნდათ, რომ განახორციელონ, ეს არის რეალობა. ISFED-მა ერთხელ დადოს რეალური აღსარება, რატომ მოახდინა პარალელური ხმების დათვლის გაყალბება, რაც რევოლუციური სცენარის განხორციელების მთავარი საფუძველი გახდა. იქნებ ახლა ეს მეორე სცენარია რევოლუციური მოვლენების განვითარების. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი ქმედებები ბევრჯერ არის მიმართული, სწორედ იქითკენ, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. ახლა, ასეთი ადამიანი შეიძლება ეძებს თავის გამართლებისათვის პოლიტიკური პატიმრის და დევნილის შარავანდედი მოირგოს. სწორედ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, ერთი სოსო გოგაშვილი ყოფილა, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ კურსს და ამას შეეწირა,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)