07:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 21:41:51, 1035 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტარებს ავუხსენით თუ რას ვგულისხმობდით კარლ ჰარცელის ნეგატიურ როლში

რა თქმა უნდა ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად.

"რა თქმა უნდა ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ. საჯაროდ რაღაცეების საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics