07:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 21:23:06, 1051 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ევროპარლამენტარებს - მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერის განეიტრალება EU-ს მხრიდან

ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერის განეიტრალება EU-ს მხრიდან.

"ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და ნუ, არ ვიცი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხების გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა, მე შემიძლია გითხრათ რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველოსი შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი თქვენც იცით რომ, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი გამოიყენება აქტიურად პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის და ამ ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან და ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics