07:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 18:27:35, 953 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

„ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. 

მისი განმარტებით, საქართველომ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა პირველი წუთებიდან გამოუცხადა, თუმცა, საქართველოს ინტერესი არის მთავარი და უმთავრესი. 

„ჩვენ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ უკრაინას და გული შეგვტკივა იქ მიმდინარე მოვლენებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება, უკრაინის ხელისუფლების წარმატება. ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნებები და განცხადებები იყო იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ პატრიოტები, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქის ინტერესს, ვიცავთ თქვენს და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, გვინდა, იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics