13:16 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 16:31:01, 1105 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ

ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, აშშ ასე არ მუშაობს.

"ჩვენი პროგრამები არაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, ეს პროგრამები არის ღია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, იურისტებისთვის, მათ ვისაც აქვთ სურვილი, ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში და მიიღონ გამოცდილება. ჩვენი საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გულისხმობს სასამართლო სისტემის დახმარებას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნეს კანონზე, მტკიცებულებებზე და იქნეს მიღებული დამოუკიდებლად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. მე მქონდა კარგი შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ განვიხილავდით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს სისტემასთან, რაც მიმართულია უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლოს შექმნისკენ და განვიხილეთ ეს წარმატებული საქმიანობა. არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია დავეხმაროთ საქართველოს სისტემას, იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics