07:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 09:40:02, 865 ნახვა

პოლიტიკა
პრაისი - დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანზე არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობას

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანზე  არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობას - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არსებულ შეურაცხმყოფელ რიტორიკას.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ისინი  „ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ  სწრაფვაში“ 

„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. 
თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. 
დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია." - აცხადებს  ნედ პრაისი.

ცნობისთვის,  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი  აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისთვის განკუთვნილ ღია წერილში აღნიშნავს, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკისგან დაფინანსებული თუ აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. ყაველაშვილი აღნშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უწყობენ ხელს მათგან დაფინანსებული თუ მათ მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics