07:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 18:33:09, 1131 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - ევროპარლამენტარებთან საუბრის დროს აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან გვარამიას საქმეზე აპელირება

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტარების მხრიდან გვარამიას საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მე მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ასევე აინტერესებდათ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"მე ვისაუბრე გვარამიას საქმეზე, იმიტომ რომ მათ რეზოლუციაშიც ნახსენები ჰქონდათ გვარამიას საქმე. ავუხსენი სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით და რომ მე მიმართული მაქვს საქართველოს პრეზიდენტისთვის. აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მე მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელსაც ამჟამად ვფლობ. ბოლო დასკვნა სახალხო დამცველმა აპრილში გამოაქვეყნა და ვინაიდან მასთან შედიან მისი ექსპერტები და ამზადებენ დასკვნას, სახალხო დამცველი ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ვუთხარი, რომ ეს საავადმყოფო და ეს გარემო ჩემი ექიმების განცხადებით არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობაზე და სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს". - ნათქვამია განცხადებაში.

ეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics