|
2022-07-20 15:41:11, 864 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს
ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ. მისივე თქმით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებები . "ევროპარლამენტარების განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებები და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)