|
2022-07-20 14:57:29, 649 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლება წავიდეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტს "ისტორიული მომენტს" უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. როგორც ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარ რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებამ ბრიუსელში უნდა დაიწყოს. "ეს ვიზიტი ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი მომავლისთვის. ამ დროს, მოსმენა ევროპარლამენტარების გზავბილების მოსმენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მონიჭებული ევროპული პერსექტივა წინ გადადგმული ნაბიჯია და უკან დახევა არ იქნება. მეორეს მხრივ, ის განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, თუკი შევასრულებთ მთავარ რეკომენდაციებს.ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი - ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. განსახილველი საკითხები კი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)