|
2022-07-20 14:49:46, 722 ნახვა
პოლიტიკა
მაკალისტერი - სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა წამოიჭრება და ეს არის - პოლარიზაცია
განვიხილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდით გადადონ განსხვავებები, მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს სახელთან ხშირად წამოიჭრება სიტყვა "პოლარიზაცია". "მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის საქართველო დაუახლოვოს ევროპის კავშირს. საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს პრიორიტეტები არის ძალიან მკაფიოდ გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდით გადადონ განსხვავებები, მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და ეს არის სიტყვა - პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული", - განაცხადა მაკალისტერმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. განსახილველი საკითხები კი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)