09:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 22:53:07, 1182 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - არსებობენ ძალები, რომლებმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ, ოღონდ სხვა, დიდი ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული

არსებობენ ძალები, რომლებმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა, დააყენა დარტყმის ქვეშ, ოღონდ სხვა, დიდი ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ამხელა დარტყმას გეგმავ ქვეყანაზე თუ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაცის უზრუნველყოფის მიზნით, კარგად უნდა შეისწავლო ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-12 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო და ახლა შანტაჟი ფინანსური კუთხით არასერიოზულია.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ნაცმოძრაობამ უზრუნველყო ამხელა ლობირება.

არსებობენ ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იყო ფეიკზე აგებული. მათ შორის არსებობენ ისეთი ძალებიც, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ. თავი დავანებოთ ყოველგვარ სუბიექტურობას. მარტივი მოცემულობაა, შვეიცარიის საბანკო სისტემა, მისი უმსხვილესი ბანკი  და მისი რეპუტაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ, მეორე მხარეს არსებობს რაღაც სხვა დიდი ინტერესი. მთელი ცხოვრება გვესმის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა არის ყველაზე მაღალი რეპუტაციის, რომელშიც ეჭვი არ შეაქვთ. ეს სისტემაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი რეპუტაციით, როდესაც როგორც ჩანს უფრო მაღალ, სხვა და ძლიერ ინტერსეზე იყო საუბარი. ისიც ვთქვათ და ვაღიაროთ, არც ნაცმოძრაობას შეუძლია ეს, წარმოუდგენელია,  ნაცმოძრაობამ უზრუნველყო ამხელა ლობირება? არა რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა ამას ვერ შეძლებს,მაგრამ არსებობენ ძალები, უფრო მეტ კონკრეტიკას არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ხვდება, რომლებიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი აყენებენ ეჭვის ქვეშ, ოღონდ სხვა ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
რაც შეეხება იმას, რომ შვეიცარული მედია არ აშუქებს ამ თემას, მამუკა მდინარაძის თქმით,  სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც კონკრეტულ ძალებზე საუბრობს. 
„როდესაც კონკრეტულ ძალებზე ვსაუბრობ და ვერიდები მეტ კონკრეტიკას, სწორედ ამას ვგულისხმობ, ერთი მხრივ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მეორე მხარეს იმხელა ინტერესია და მეორე მხრივ, როდესაც ამხელა დარტყმას გეგმავ ქვეყანაზე თუ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაცის უზრუნველყოფის მიზნით, ელემენტარულად კარგად უნდა შეისწავლო ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, არაერთხელ გვითქვემს და კიდევ გავიმეორებ, 2011-12 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო და ახლა შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად არასერიოზული და უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics