13:42 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 18:02:27, 990 ნახვა

პოლიტიკა
18 ივლისი საერთო საჯარისო ცენტრის დღე

საქართველოს თავდაცვის ძალები 18 ივლისს საერთო საჯარისო ცენტრის დღეს აღნიშნავს. - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

მათივე თქმით, საზეიმო ღონისძიება წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის” ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა, საჯარისო ცენტრის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

საერთო საჯარისო ცენტრი სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა. საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალების ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით და ტაქტიკური და ტექნიკური დოქტრინების შემუშავების მხარდაჭერა. საერთო საჯარისო ცენტრი ორიენტირებულია გვარეობების მიხედვით სპეციალისტების, სერჟანტებისა და ოფიცრების მომზადებაზე.

ცენტრი უზრუნველყოფს სერჟანტთა სპეციალიზაციის სამხედრო პროფესიული განათლების I და II საფეხურებს; ოფიცრებისათვის ახორციელებს უმცროს ოფიცერთა მომზადების და კაპიტნის საკარიერო კურსის საგანმანათლებლო პროგრამებს. აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში ხორციელდება 130-ზე მეტი სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა. საერთო საჯარისო ცენტრი აქტიურად არის ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო სწავლებებში. ცენტრის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს როგორც უწყებათაშორის, ასევე საერთაშორისო სწავლებებში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics