09:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 12:47:09, 962 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი- წარმოჩენა, რომ პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართვის და მიმართვაში შემოთავაზებული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

„. როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში.  შეგახსენებთ, ყველაფერი ეს არის საპარლამენტო საქმიანობა და საპარლამენტო მუშაობა. ამიტომ, ისეთი სურათის წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა",-  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თუ არის სურვილი, რომ ვიყოთ მონაწილე საქართველოს ევროპული მომავლისა, ეს სურვილი გამოიხატება საპარლამენტო სამუშაოში და გთხოვთ, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში მიიღოთ მონაწილეობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი არ შედგება და სხდომები ვერ გაიხსნება.

მმართველი გუნდის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics