13:56 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 19:41:26, 1002 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ასეთი ჯაშუშობა დასრულდეს, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის

მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ასეთი ჯაშუშობა დასრულდეს, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის. - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდ რეპუტაციას უქმნის ამჟამინდელ მთავრობას.

"ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდ რეპუტაციას უქმნის ამჟამინდელ მთავრობას. რადგან ეს ჩანაწერები გამოაქვეყნეს სახელმწიფო არხებზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული. თუ ეს მართლაც ასეა, ეს კრემლის სტილია. რა თქმა უნდა, ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად უოთერგეითის სკანდალი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამას მოჰყვა გამოძიება და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა. ასე რომ, თუ გამოძიება ჩატარდება, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ჯაშუშობა ჟურნალისტებზე დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის. ყველაფერი, ყველა ეს მოვლენა რომელიც ანგრევს დემოკრატიულ პროცესს, ასევე ანგრევს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. რა თქმა უნდა, ასეა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟურნალისტების პირადი მოსმენის ჩანაწერები გასაჯაროვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics