10:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 18:04:55, 972 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროპული პერსპექტივა არის ამ ქვეყნის ერთადერთი მომავალი და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადაგვიყვანოს

არც ბულინგისა და არც ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს რიგგარეშე სესიის მოწვევას,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივა არის ამ ქვეყნის ერთადერთი მომავალი და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადავიდეს.

„მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს რატომ მოვაწერე ხელი რიგგარეშე სესიის დანიშვნას. პირველ რიგში, მინდა იყონ ნათელი რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს. მოვაწერე ხელი იმიტომ რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ის უნდა შევასრულოთ 7 თვეში. მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული და არ არის გამართლებული ახლა შესვენება.  მოვუწოდებ ოპოზიციას და უმრავლესობას ყველა კომიტეტსა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. იმისთვის, რომ მისაღები კანონები დროულად მივიღოთ. დეპოლარიზაციის საკითხი  ჩვენ ერთად ყოფნით და პარლამენტში ყოფნით, დიალოგით უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა და არავის აქვს უფლება ამ გზიდან გადაგვიყვანოს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა. 

ამასთან, დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტს ბრიფინგი აქვს ჩანიშნული. 

პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics