10:51 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:51:50, 884 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი ჩხიკვაძეზე - ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე

ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე,- ასე ეხმიანება   საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას.

 მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო მუშაობს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.

"ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე. წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა", - ამბობს ელჩი. 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩხიკვაძე წერს, რომ მისი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics