10:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 14:12:46, 620 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციიდან ნატო-ზე არსებული ჩანაწერების ამოღება, უვიზო მიმოსვლის აღდგენა - „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს

პრორუსული და ძალადობრივი „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთის წარმომადგენლებთან  მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებებში უშუალოდ არის ჩართულია იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

„კონსერვატიული მოძარაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოკუპანტ ქვეყანასთან  მოლაპარაკებები საქართველოს კონსტიტუციიდან ნატო-ზე არსებული ჩანაწერების ამოღებას, უვიზო მიმოსვლისა და გამშვები პუნქტების აღდგენას ეხება. 

"დიდი ამბებია და სასიხარულო, გილოცავთ!  სულ ახლახანს დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკებები კონსერვატიულმა მოძრაობამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ, შედეგები საოცარია. არავინ ელოდა მოკლე დროში ასეთ ნორმალურ ურთიერთობებს და ურთიერთგაგებას.
  
 ერგნეთის ბაზრობის აღდგენისკენ იდგმება დიდი ნაბიჯები, რაც ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო და იქნა გაუქმებული იმ ძალების მიერ, რომლებსაც არ სურდათ ჩვენი შერიგება (დასავლეთის), ვინაიდან ეს გამოიწვევდა რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის დაწყებასაც, რაც გამოაცლიდა დასავლეთს საქართველოზე გავლენების ბერკეტს.  

 საკონსტიტუციო ჩანაწერი ნატოსთან დაკავშირებით ამოღებულ უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციიდან.  ხაზარაძემ მიჰყიდა რუსებს ბორჯომის 56%-იანი წილი, გაასხვისა ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი რუსებზე. რუსებმა კი საოცარი ნაბიჯი გადადგეს და 56% ბორჯომის აქციებისა საქართველოს უკვე დაუბრუნეს სრულიად უსასყიდლოდ. 

 ყველა გამშვები პუნქტები რუსეთთან აღდგება. 
 რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ საქართველო იქნება რეგიონის ლიდერი სახელმწიფო (ახლა აზერბაიჯანია, რაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ასე). 

 2022 წლის ბოლომდე ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლა რუსეთთან აღდგება - განგვიცხადეს გოსდუმის დეპუტატებმა... 

რუსეთში გადიოდა ჩვენი პროდუქცია დღეს კი ეს პროდუქცია ლპება, გზა რუსეთის ბაზრისკენ საქართველოს სრულად გაეხსნება! 
 3+3 ფორმატში რუსებმა მიიწვიეს საქართველო და არა აფხაზები და ოსები - ეს არის პირდაპირი განაცხადი ჩვენს გასაგონად რუსების მხრიდან, რომ ისინი არიან მზად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე სერიოზული საუბრისთვის,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics