14:10 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 12:17:22, 810 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკენიჩიენე - თუ „ოცნებას“ არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას

 საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას, - ასე დაიწყო ევროპის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსლა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო უნდა გათავისუფლდეს "პროკრემლისტური პოლიტიკისგან"

"საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. ეს არის, რაც საჭიროა საქართველოს მოსახლეობამ გააკეთს და არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს და ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან. 

ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ დადებით მდელობას მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი ცხოვრების განმავლობაში მაინც გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics