2022-07-09 15:11:59, 1107 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი - ჩინეთის რუსეთთან დაახლოების საკითხი გვაშფოთებს
ჩინეთის რუსეთთან დაახლოების საკითხი გვაშფოთებს. - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისივე თქმით, ჩინეთი ნეიტრალურად არ მოქმედებს.
"ჩვენ ჩინეთის რუსეთთან დაახლოების საკითხი გვაშფოთებს. არ ვთვლი, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში ნეიტრალურად მოქმედებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,