15:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 19:57:10, 1079 ნახვა

პოლიტიკა
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა.

შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე.

ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე.

საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics