|
2022-07-08 15:56:47, 1017 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში თაფლის საწარმო ფართოვდება
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩოხატაურში, სოფელ ხევში, თაფლის საწარმო ფართოვდება. საწარმო წლიურად 4 ტ. მოცულობის წაბლისა და ცაცხვის თაფლს აწარმოებს, რომელიც სრულად მოდის შესაბამისობაში ევრო სტანდარტებთან. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 3,200 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ფინანსური რესურსი დამატებითი სკების და საჭირო დანადგარების შეძენას მოხმარდა. „ამჟამად ჩვენი საქმიანობა 200 ოჯახ ფუტკარს აერთიანებს, ხოლო ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჭირო დანადგარები შევიძინეთ, რაც გვეხმარება მოკლე პერიოდში გაზრდილი რაოდენობის თაფლი ვაწარმოოთ. თუმცა, აქ არ ვჩერდებით და გვინდა კიდევ მეტად განვავითაროთ წარმოება. გეგმაში გვაქვს 160 სკის შეძენა და დამატებით 100 ოჯახი ფუტკრის დამატება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ წარმოება - 1 საათში შევძლებთ 1 ტ. მოცულობის თაფლის დაწურვას, რის შემდეგაც შევძლებთ ავითვისოთ საექსპორტო ბაზრებიც“, - აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი, გიორგი მამალაძე. „საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ქართული წარმოების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი, რადგან მსგავსი პროექტების წარმატება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)