14:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 10:18:59, 1064 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეულ სფეროებში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რეფორმების გატარება სჭირდება.

„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს", - ამბობს ჯინ შაჰინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics