|
2022-07-07 22:03:07, 1113 ნახვა
პოლიტიკა
თელასი - ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა. მათივე თქმით, თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას და დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდება. "საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ვანის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის, აბულის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯორის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ილორის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ელექტროენერგი სხვადასხვა რიინებს შეუწყდებათ.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)