15:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 19:27:15, 898 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - ქართული ოცნება დაასრულებს პოლარიზაციას. მაგრამ, პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს ნაციონალურ მოძრაობაში

ჩვენ უკვე ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა დასრულდეს პოლარიზაცია და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ზუსტად ამისი დასტური იყო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური აქტიორები ამ პროცესში ჩაერთნენ. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიახ, ქართული ოცნება დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, პოლარიზაცია, შეიძლება რა დასრულდეს, ნაციონალურ მოძრაობაში.- განაცხადა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 
 
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითი დღეს, ლევან ბეჟაშვილთან მომხდარი ინციდენტია, როდესაც ის მივიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის შეხვედრიდან გამოიყვანეს. 

,,დღეს ჩვენ დავინახეთ ნათელი მაგალითი, თუ როგორი მძიმე დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს უშუალოდ შიგნით, ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებით კაზუსი, თუ ინციდენტი სწორედ ამისი მაგალითია, როდესაც ის ზუსტად მაშინ შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა შეხვედრა. როგორც ჩანს, სატელეფონო ზარით, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის გამოაბუნძულეს ამ შეხვედრიდან და შემდეგ, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო განცხადებები აკეთებინეს. მათ შორის, თქვენს ეთერში. ცხადია, ბეჟაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით არ შედიოდა შეხვედრაზე. ის შედიოდა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წარმომადგენლების საერთო ინიციატივით, რომელსაც შიგნით არ იზიარებს უმრავლესობა. ანუ, ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად რადიკალური განწყობებით არიან ცნობილები. ასე რომ, პოლარიზაცია ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება გაგრძელდეს და ეს გამოიწვევს შემდეგს - პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩება და ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო დაბალი რეიტინგებით წარსდგება საზოგადოების წინაშე,’’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics