15:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 16:38:37, 1192 ნახვა

პოლიტიკა
„საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2% პროცენტით, არამედ ბუნებრივი 0,67%-ით“ - ოპოზიციური პარტიების მიმართვა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას მიმართავენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ.

მათი თქმით, საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერით - 0,67%-ით.

„საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერი - 0,67%;

აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მუდმივი, ნაცვლად შემდეგი ორი არჩევნებისა; არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საარჩევნო ბლოკებსაც.

ამ ცვლილებების განხორციელება იქნება გარანტია ქართული პოლიტიკური სპექტრის გარანტირებული მრავალფეროვნების, გამორიცხავს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს ერთპიროვნულ კონტროლს და იქნება სტიმული თანამშრომლობის და კოალიციური წესით ხელისუფლებების მომავალში დაკომპლექტების.

ჩვენი აზრით ევროპულ გზაზე მიმავალ ქვეყნისთვის რომელსაც აქვს 30 წლიანი პოლარიზაციის მძიმე ისტორია გვჭირდება ჰოლანდიის საარჩევნო მოდელის მსგავსი სისტემა რაც აუცილებლად მოგვიტანს მრავალფეროვნებას და ინტენსიური თანამშრომლობის საჭიროებას.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ პირობებს, იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არსებობს საარჩევნო ბლოკების შექმნის დიდი ტრადიცია და თავად „ქართული ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა სწორედ როგორც საარჩევნო ბლოკმა. სხვათა შორის სწორედ საარჩევნო ბლოკებმა უზრუნველყვეს ხელისუფლების ყველა მშვიდობიანი გადაბარება საქართველოში (1990 და 2003 წლებშიც). საარჩევნო ბლოკები არის კარგი საშუალება იმისათვის რომ მოხდეს ძალზე ფრაგმენტირებული ქართული პოლიტიკური სპექტრის ეტაპობრივად კონსოლიდაცია. საარჩევნო ბლოკების გარეშე პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან უარი თქვან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და კენჭი იყარონ ან „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით, რაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ელექტორატის ნახევარზე მეტს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სწორედ ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის ძალისხმევით კონსტიტუციაში გათვალისწინებული იქნა ერთჯერადი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნენ საარჩევნო ბლოკები.

იმედი გვაქვს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ეროვნული თანხმობის“ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ იქნება ზ/ა საკითხის შესახებ შეთანხმება, რაც საფუძვლად დაედება პოლიტიკურ ძალთა დიალოგს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და გამორიცხავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას არაკონსტიტუციური სცენარით.

იმავდროულად ვთხოვთ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, რათა მიღწეულ იქნეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ზემოაღნიშნულ საკითხზე“,- აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციიდან აღნიშნულ მიმართვას  ხელს აწერენ : „გირჩი“ - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი; „რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე; „სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე.

ხოლო არასაპარლამენტო პარტიებიდან: „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია; „ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; „თავისუფლება“ - მალხაზ გორგასლიძე; „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია; „სამოქალაქო უფლებებისათვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; „ტრიბუნა“ - დავით ჭიჭინაძე; „ქართული არჩევანი“ - ბეჟან გუნავა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - გოჩა ჯოჯუა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics