16:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 10:18:35, 976 ნახვა

პოლიტიკა
ბჟეზინსკი - უკრაინას და საქართველოს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, რუხ ზონაში ვტოვებთ, რამაც რუსეთის თავდასხმები გამოიწვია

ნატო-მ რუხი ზონების არსებობა უნდა დაასრულოს და თბილისს და კიევს მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, იან ბჟეზინსკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განცხადა. 

მისივე თქმით, დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, რაც საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს. 

 

"დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, ამასთან, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს დასავლეთზეც აქვს ეკონომიკური გავლენა და ამ სამიტმა უკრაინას დახმარების პირობა მისცა იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს, ისევე როგორც ის იმედისმომცემია უკრაინისთვის.

საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია - 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით - იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ძალისხმევის, შრომის და თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოსთვის წევრობის გამოკვეთილი გზის არ შეთავაზებით, ნატომ საქართველოს დაივიწყა. ამ სენტიმენტს რუსეთი, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ იყენებს და საქართველოში ანტი-დასავლურ სენტიმენტებს აღვივებს. თქვენ როგორ უყურებთ ამას, როგორ ხსნით ამ გრძელ პაუზას?

ერთის მხრივ, ეს სენტიმენტი მესმის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უსამართლოა და ასე ფიქრი, არასწორი დასკვნების გაკეთებაა. 2008 და 2014 წლებში საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი ზედაპირული სანქციების დაწესება და ნატოს აღმოსავლეთში მსუბუქი ძალების კონტიგენტის გაშვება იყო. ერთ წელში ეს ნაბიჯები არსებითად გაქრა, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ფრონტზე და დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველაფერი ნორმალურ ფარგლებს დაბრუნდა.

დღეს, სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დღეს ვხედავ ბევრად უფრო მკაცრ და გრძელვადიან პასუხს. დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, ამასთან, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს დასავლეთზეც აქვს ეკონომიკური გავლენა და ამ სამიტმა უკრაინას დახმარების პირობა მისცა იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს, ისევე როგორც ის იმედისმომცემია უკრაინისთვის.

ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას - ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!",- განაცხადა ბჟეზინსკმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics