17:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 18:16:13, 1051 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - წყალტუბოს აქვს პოტენციალი გახდეს მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ბადენ-ბადენი

ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ უნიკალურ ადგილას, უნიკალურ კურორტ წყალტუბოში და გვსურს წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა ამ უნიკალური კურორტის განვითარებას, როგორია ჩვენი ხედვა, გეგმა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის  - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა.

„მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ იყო მთავარი პრობლემა, უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი, კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ  გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ,  ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც, ყველაფერი არის დასრულებული და ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი", -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics