17:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 13:18:29, 956 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ოცნება“ ალეკო ელისაშვილს და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს

დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“,-   ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ხოლო პატარა პარტიებს, "გირჩსა" და "მოქალაქეებს" ხელისუფლების თანამონაწილეებად მოიაზრებს.

 განცხადების თანახმად, ქვეყანაში დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია. 

"ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის  ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი - ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“.    

პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს - 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს. ხალხმა აღიდგინა ის, რაც დაკარგული ჰქონდა - ქართველმა დაიბრუნა ძალაუფლება და თქვენი ვაჭრობა აღარაფერს ნიშნავს. 

ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობთ რუსეთთან, პატარა პარტიებთან და ყველასთან. კორუფციის მორევში ჩაფლულები ქურდავთ და აყაჩაღებთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ თქვენი პარტიის სახეები მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საზოგადოებას და მთელ ქართველ ხალხს დედის გინებით მიმართავენ. 

ერთი სიტყვით, დიახ, გვჭირდება დეპოლარიზაცია. ხოლო დეოლიგარქიზაცია და რადგან ერთი ოლიგარქი გვყავს, მონარქის განდევნა პოლიტიკური ველიდან კი, ავტომატურად, ნიშნავს დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს. 

არ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია!
არ იქნება ოლიგარქი? იქნება მშვიდობა! , - წერს ოქრიაშვილი. 
არ იქნება ოლიგარქი? იქნება ევროპა!"- წერს ოქრიაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics